დედოფალი ელიზაბედ II-ე ბრილიანტის იუბილესთან დაკავშირებით 1985 წელს ენდი უორჰოლის მიერ შექმნილი საკუთარ პორტრეტს ყიდის. პორტრეტი შექმნილია დედოფილის 1977 წელს გადაღებული ფოტოს მიხედვით. ეს არის პოპ არტი, რომელიც ოთხი სურათისაგან შედგება.
ენდი უორჰოლი სამეფო ოჯახის პორტრეტებს ხშირად ხატავდა, თუმცა ელიზაბედ II-ის პორტრეტი მისი ბოლო ნამუშევარია. ექსპერტების აზრით ამ პორტრეტების ღირებულება 60-დან 90 ათას დოლარამდე ავა.
2008 წელს, ენდი უორჰოლის შემნილი „ელვისის“ პორტრეტი რეკორდულ თანხად 100 მილიონ დოლარად გაიყიდა.
დედოფალი ელიზაბედი აუქციონს ნოემბრის ბოლოს, უინძორების სასახლეში გამართავს.