პრემიერობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა ნატოს გენერალური მდივანის წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ, ბიზნესცენტრი კომენტარის გარეშე დატოვა.
ივანიშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ნატოსკენ მიმართულ კურსს ქვეყანა არ შეცვლის და ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ეცდება.
სავარაუდოდ, ამ წუთებში, აპატურაი მაია ფანჯიკიძესა და ირაკლი ალასანიას ხვდება. ცოტა ხნის წინ, ბიზნესცენტრში ალექსი პეტრიაშვილიც მივიდა.