საინფორმაციო სააგენტოებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, ეკატერინა ხვედელიძემ სოციალურ ქსელ facebook-ში გამოაქვეყნა ინფორმაცია საქველმოქმედო ფონდის დაარსების შესახებ. გვინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს არ გააჩნია საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელში. შესაბამისად, facebook-ში ეკატერინა ხვედელიძის სახელით არსებული პროფილები არის ყალბი და სავარაუდოდ, გახსნილია როგორც მის მხარდამჭერების, ისე მოწინააღმდეგების მიერ.
გთხოვთ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაცია, გამოქვეყნებამდე გადამოწმდეს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოსთან.