საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის ხვდება.
შეხვედრა ივანიშვილის ბიზნესცენტრში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მის დაწყებამდე კომენტარები არც ერთი მხრიდან არ გაკეთებულა.
თბილისში მყოფი აპატურაი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გრიგოლ ვაშაძესა და უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბოკერიამ იმედი გამოთქვა, რომ ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი იგივე გზავნილს მიიღებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და მომავალი მთავრობისგან, რაც მათგან უკვე მიიღო - რომ ნატოსკენ აღებული კურსი ურყევია და უნდა შენარჩუნდეს.