თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია ევროკავშირის კომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულეს შეხვდა.
ალასანიას პრესსამდივნოს ინფორმაციით, შეხვდერაზე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.
მათივე ცნობით, ევრო-კომისარის შეფასებით საქართველოში ჩატარებული არჩევნები და ხელისუფლების ახალი გუნდი ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებას და მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებას.
„ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს ახალ პრიორიტეტებზე ისაუბრა სადაც განაცხდა, რომ თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ტრანსფარენტული გახდება და გაძლიერდება სამოქალაქო კონტროლი“,- აღნიშნულია განცხადებაში.