27 სექტემბერს ვარსკვლავური წვილის ამერიკელი მსახიობისა და მოდელის მეგან ფოქსისა და მისი მეუღლის ბრაიან ოსტინ გრინის ოჯახს ახალი წევრი, ნოა შენონ გრინი შეემატა. ნოა მსახიობისთვის პირველი, ხოლო მისი მეუღლისთვის - მეორე შვილია.
„ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, შევძელით ერთი კვირა სახლში მშვიდად გაგვეტარებინა. ახლა კი, სანამ ვინმეს არ დაუსწრია, მინდა თავად გაცნობოთ ახალი ამბავი, რომელმაც ყველაზე ბედნიერი გამხადა დედამიწის ზუგზე. 27 სექტემბერს დედა გავხდი. ჩემი ბიჭი ჯანმრთელი, ბედნიერი და უბრალოდ იდეალური ბავშვია“- წერს თავის მიკრობლოგზე მეგანი.
ვარსკვლავური წყვილი ერთ-ერთი იმათგანა, ვინც აბეზარ პაპარაცებს ყოვლთვის ერიდება. მეგანი და ბრაიანი პრესასთან იშვიათად თანამშრომლობენ და მაქსიმალურად ცდილობენ მათი ყურადღების ცენტრში არ მოხვდნენ. საზოგადოებისთვის ინფორმაცია მეგანის ორსულობის შესახებ მოულოდნელი იყო, წყვილი ამ ფაქტს იქამდე მალავდა სანამ პაპარაცი მათ ჰავაიზე, რომანტიული დასვენების დროს არ დაადგა.
ამ შემთხვევაშიც ასეა, ყვითელმა პრესამ არაფერი იცის ახალშობილის შესახებ, გარდა მისი სახელისა. როგორც ისინი ამბობენ, ამისთვისაც მადლობა მეგანს, რომ არა მისი სურვილი 27 სექტემბერს დაბადებული ბიჭუნას შესახებ კიდევ დიდი ხანი არაფერი ეცოდინებოდათ.