საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ჯეიმს აპატურაი საქართველოს განსაკუთრებულ დროს ეწვია, როდესაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება ხდება.
ამის შესახებ ვაშაძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, რეგიონულ საკითხებს და ჯეიმს აპატურაის სამინისტროს სახელით მეგობრობისთვის, საქართველოს დახმარებისთვის და რჩევებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ერთად ვთქვით ამ შეხვედრაზე, რომ საქართველოში აღარ არის არც პოსტსაბჭოთა, არც ახალგაზრდა დემოკრატია, არამედ ჩამოყალიბდა ფუნქციონირებად დემოკრატია", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.