ჯეიმს აპატურაი: ჩვენთვის მთავარია, რომ კარგი ურთიერთობა იყოს ნატო საქართველოსა და ნატო-რუსეთს შორის

ჯეიმს აპატურაი: ჩვენთვის მთავარია, რომ კარგი ურთიერთობა იყოს ნატო საქართველოსა და ნატო-რუსეთს შორის

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აინტერესებს, რა პრიორიტეტები აქვს საქართველოს ახალ მთავრობას.

ამის შესახებ აპატურაიმ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, როგორ მათთვის არის ცნობილი ახალი მთავრობა აკეთებს აქცენტს როგორც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, ასევე ნატოში ინტეგრაციაზე.

"რუსეთს რაც შეეხება, ეს არის რთული საკითხი. ჩვენთვის მთავარია, რომ კარგი ურთიერთობა იყოს ნატო-საქართველოსა და ნატო-რუსეთს შორის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ორივე მიმართულებით შევძლებთ ურთიერთობების დამყარებას", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეჭვი არავის უნდა შეეპაროს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში.

„საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ვერავითარი მესამე, ნატოს არაწევრი ქვეყანა ამაზე გავლენას ვერ მოახდენს“, - დასძინა მან.