ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კოალიციის წევრების შეხვედრა დასრულდა. ცენტრი დავით უსუფაშვილმა, მაია ფაჯიკიძემ, თეა წულუკიანმა, ნოდარ ხადურმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ალექსი პეტრიაშვილმა და ლევან ყიფიანმა უკვე დატოვეს.
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს იყო ჩვეული სამუშაო შეხვედრა, სადაც გადაბარების სამუშაო პროცესის გეგმები განიხილეს.
„ეს იყო სამუშაო შეხვედრა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. განვიხილეთ გადაბარების პროცესის სამუშაო გეგმა. დავგეგმეთ პროცესი – უნდა შედგეს მიმდინარე პროექტების ჩამონათვალი, რომ ეს საკითხები არ ჩავარდეს. ამავე დროს მომავლის გეგმებზე ვმუშაობთ. ეს ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით ერთთვიანი პროცესი იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში სამუშაო ტიპის კონსულტაციებზე დილიდან დავით უსუფაშვილი, მაია ფაჯიკიძე, თეა წულუკიანი, ნოდარ ხადური, გიორგი კვირიკაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და ლევან ყიფიან იმყოფებოდნენ.