ნატოს გენერალური მდივანის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას მთავრობის კანცელარიაში შეხვდა.
დიპლომატებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არც შეხვედრამდე და არც შეხვედრის შემდეგ არ გააკეთეს.
დღის განმავლობაში აპატურაი შეხვედრებს საგარეო საქმეთა სამინისტროში და პრემიერობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართავს.