მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა მიანიჭა

მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანებულება გამოსცა. მანჯგალაძის განმარტებით, ბრძანებულება ამოქმედდება საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე.

„საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის I პუნქტის, ბ, ც პუნქტის და 33 მუხლის შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო", - განმარტა მანანა მანჯგალაძემ.