ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი ისრაელს მოუწოდებს, არ დაესხას ჯერ ირანს თავს და „შემოღებული სანქციების ეფექტურობას“ დაელოდოს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ ოფიციალური თეირანის წინააღმდეგ შემოიღო.
„თეირანის ატომური პროგრამა შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს, თუმცა მიღებულმა სანქციებმა უკვე უპრეცენდენტო შედეგი გამოიღო“,-აღნიშნა კემერონმა.
ჟურნალისტების შეკითხის შემდეგ, კემერონმა განმარტა, რომ ირანის ინტერვენციის გამორიცხვა არ შეიძლება, რათა „მსოფლიო საზოგადოება მშვიდად იყოს“,-განაცხადა პრემიერმინისტრმა.