გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არ არის ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არ მიიღებენ. ეს ინდიკატორია, რას უპირებენ ქვეყანას, რა არის მათი არსი

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არ არის ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არ მიიღებენ. ეს ინდიკატორია, რას უპირებენ ქვეყანას, რა არის მათი არსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხს ეხმიანება.

მისი განცხადებით, ეს არის ინდიკატორი იმისა, თუ რა არის მათი არსი.

„არ არის ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არ მიიღებენ. ეს ინდიკატორია, რას უპირებენ ქვეყანას, რა არის მათი არსი - ისევ საბოტაჟი, ისევ რევოლუცია, ისევ სისხლის ღვრის დაუოკებელი სურვილი და გააფთრებული შეტევა ქვეყნის სტაბილურობაზე თუ იმ პოზიციაზე გადასვლა, რაც ქვეყანას არ ჩააგდებს მძიმე მდგომარეობაში. აქვთ თუ არა იმის რესურსი, რომ ხვალ ჩადგნენ თუნდაც, იმ ადამიანების სამსახურში, ვინც მათ ხმა მისცა არჩევნების დროს”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

რამდენიმე ოპოზიციური პარტია პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვთავაზობ მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს, მომმართონ განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე".