საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) კონგრესს დაესწრებიან. კონგრესი 16-18 ოქტომბერს
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება, სადაც 40 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
გიგი წერეთელი, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, კონგრესში მონაწილეობას დელეგატის სტატუსით მიიღებს. ბუქარესტში გამართულ კონგრესს ევროკავშირის 16 ქვეყნის მმართველი და ასევე, ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანულე ბაროზო და ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმა ვან რამპი დაესწრებიან. ევროპის სხვა ლიდერებთან ერთად კონგრესს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ევროპის სახალხო პარტიის წევრი 2008 წელს გახდა.