სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატის სოზარ სუბარის განცხადებით, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების თაობაზე კონსულტაციები უკვე დასრულდა.
„კანდიდატურების განხილვა დასრულდა. დარჩენილ 5 უწყების ხელმძღვანელს კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ხვალ, 11 საათზე წარადგენს. სავარაუდოდ, არ დასახელდება დასაქმების მინისტრის კანდიდატურა, ასე შევთანხმდით, რადგან ჩვენ იდეაში ამ უწყების გაუქმებას ვგეგმავთ“, - განაცხადა სუბარმა.