მსხვილი ბერძნული კომპანია Coca-Cola Hellenic Bottling SA საბერძნეთიდან მიდის და თავისი შტაბ-ბინა შვეიცარიაში გადააქვს.
დღესდღეობით Coca-Cola Hellenic პროდუქციის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია ევროპაში. კომპანია 28 ქვეყანაში მუშაობს, თან უნდა აღინიშნოს, რომ თავისი შემოსავლების 95%-ს კომპანია საბაერძნეთის საზღვრის გარეთ აგროვებს.
ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს კომპანიის ეს გადაწყვეტილება. მათი აზრით, კომპანიის გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს Coca-Cola Hellenic-ის იმიჯზე, რაც ასევე გაზრდის მისი აქციების ფასს საფონდო ბირჟაზე.