NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ლუის ნავაროს განცხადებით , ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მნიშვნელოვანია საქართველოში მედია თავისუფალი იყოს.
ლუის ნავარომ ეს განცხადება „აღმოსვლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ახალი ხელისუფლების პირობებში ბევრი ახალი წინადადება არსებობს, მაგრამ პარლამენტის შეკრებამდე ამაზე საუბარი ნაადრევია. არჩევნების შემდეგ მხარეებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა მსგავსი სახის დისკუსიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მხარე ცდილობს, იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული, მაგრამ რა შედეგებს გამოიღებს ეს თანამშრომლობა, მომავალში ვნახავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნების შემდეგ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მედია იყოს თავისუფალი", - განაცხადა NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.