ჯეიმს აპატურაი მოქმედ და ახალარჩეულ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

ჯეიმს აპატურაი მოქმედ და ახალარჩეულ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადილის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი შეხვედრებს,   როგორც არსებულ ხელისუფლებასთან,  ასევე ახლად არჩეულ ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.

მისი თქმით, ჯეიმს აპატურაისთან  ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.

ცნობისთვის,  საქართველოს 18 ოქტომბერს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა.