არჩილ კბილაშვილი: „ზედა დონის“ ხელმძღვანელები შეიცვლებიან, რიგითი პროკურორები კი ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას

არჩილ კბილაშვილი: „ზედა დონის“ ხელმძღვანელები შეიცვლებიან, რიგითი პროკურორები კი ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას

მთავარი პროკურორობის კანდიდატის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით,  აღნიშნულ პოსტზე მისი დანიშვნის შემთხვევაში „ზედა დონის“ ხელმძღვანელები შეიცვლებიან, რიგითი პროკურორები კი ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს For.ge-ს პრესკლუბში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

კბილაშვილის განმარტებით, საზოგადოებისთვის მისაღები ადამიანთა გარკვეული რაოდენობისთვის თანამდებობების შენარჩუნების შესაძლებლობა რომ არსებობდეს, ამ დათმობაზე აუცილებლად წავიდოდა და მათ თანამდებობებს შეუნარჩუნდებდა.

„ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. ამიტომ ზედა დონის ხელმძღვანელები შეიცვლებიან, ხოლო ის რიგითი პროკურორები, რომლებიც მუშა რეჟიმში აკეთებენ თავიანთ საქმეს, ბუნებრივია ამ ეტაპზე მაინც, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. შემდეგ კი მათი საქმიანობიდან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას გააგრძელებენ თუ არა ისინი პროკურატურაში მუშაობას.

რაც შეეხება მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს,  მურთაზ ზოდელავას საქმეს, კბილაშვილი აცხადებს, რომ დღესდღეობით მისი პასუხისგებაში მიცემა ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დღის წესრიგში არ დგას, რადგან ის ამ ეტაპზე ეჭვმიტანილ პირს არ წარმოადგენს.

„თუ კონკრეტული საქმის გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთება კონკრეტულ საკითხებში თუ საქმეებში მისი პასუხისმგებლობა და შესაბამისად ბრალეულობა, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება გვექნება“, - დასძინა კბილაშვილმა.