29 წლის ბრიტანელი მომღერალი შერილ კოული L'Oreal Paris-ის სარეკლამო სახე გახდა. ცნობილმა ბრენდმა გოგონასთან კონტრაქტი, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გააფორმა.
შერილ კოული უკვე დიდი ხანია ხვდება, ყველაზე ლამაზი და მოდური ქალბატონების სიაში. ბუნებრივად ტალღოვანი თმები კი, მისი სავიზიტო ბარათი გახდა. სულაც არაა გასაკვირი, რომ ცნობილმა კოსმეტიკურმა ბრენდმა L'Oreal თმის ახალი ლაქისთვის სწორედ ბუნებრივი თმების სილამაზით გამორჩეული კოული შეარჩია.
შეგახსენებთ, კოული L'Oreal-თან პირველად არ თანამშრომლობს. აქამდე ის ამ ბრენდის ტუჩის საცხსა და სხვა კოსმეტიკურ საშუალებებს წარმოადგენდა.
L'Oreal Paris-ის სარეკლამო კამამპანიის ფარგლებშიგადაღებულ ფოტოებზე კოულს ელეგანტური, პატარა შავი კაბა აცვია, მისი თმები კი, როგორც ყოველთვის ბრზინავი და თვალისმომჭრელია.