ნესტან კირთაძე ბრიუსელში კონფერენციას გამართავს

ნესტან კირთაძე ბრიუსელში კონფერენციას გამართავს

"ქართულ, აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის" პრეზიდენტი ნესტან კირთაძე ბრიუსელში პრესკონფერენციას გამართავს.17 ოქტომბერს ბრიუსელში, "ბასტიონ ტაუერში" "ქართულ, აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის" პრეზიდენტის, პროფესორ ნესტან კირთაძის პრესკონფერენცია ევროპული და საერთაშორისო პრესის წინაშე გაიმართება. 
“ცნობილი ევროპული ტელე და ბეჭდვითი გამოცემების წინაშე ნესტან კირთაძე წარადგენს ალტერნატიულ სამშვიდობო პლატფორმას, რომელიც აღიარებული და მხარდაჭერილია პარიზის, ბერლინის და ბრიუსელის უმაღლესი საექსპერტო წრეების, დიპლომატიური და პოლიტიკური დონეების მიერ, რომელსაც გაგებით შეხვდნენ მოსკოვში და რომლსაც უკვე გაეცვნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ლიდერები",-აცხადებენ კირთაძის პრესსამდივნოში.
 ნესტან კირთაძე შეაფასებს საერთაშორისო სამოქალაქო დიპლომატიის რანგში მის განვლილ საქმიანობას შეაფასებს და ევროპულ პრესას  ახალ კონკრეტულ ინიციატივებს, მომავალი საქმიანობის დეტალურ გეგმასაც გააცნობს.