ლიტვაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიცია იმარჯვებს. კონსერვატორების მმართევლობის პერიოდი ლიტვაში ძალიან ცუდ პერიოდს-მსოფლიო ეკონომიკის კრიზისს დაემთხვა, როდესაც ბევრი ქვეყნის მთავრობა იძულებული გახდა, უბრალოდ, გადარჩენის მიზნით, ქვეყანში მძაფრი ეკონომიკური რეფორმები გაეტარებინა.
ექსპერტების აზრით, იმისთვის რომ ლიტველებს ანდრიუს კუბილიუსი პენსიებისა და ხელაფსების შემცირებისთვის „დაესაჯათ“, მათ მხარი მისცეს მემარცხენე ძალებს-შრომისა და სოციალ-დემოკრატების პარტიებს. არჩევნებამდე ამ პარტიების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში,ისინი კოალციურ მთავრობას შექმნიდნენ.
ანდრიუს კუბილიუსი და „კონსერვატორები“ ლიტვას 2008 წლიდან მართავენ.