არჩილ კბილაშვილი: კომპანია  „ბურჯის“ შეძენაზე,  ყავლაშვილის განცხადება აუცილებლად შესწავლას საჭიროებს

არჩილ კბილაშვილი: კომპანია „ბურჯის“ შეძენაზე, ყავლაშვილის განცხადება აუცილებლად შესწავლას საჭიროებს

მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, შპს „გამას“ დირექტორის  გიორგი ყავლაშვილის განცხადება, რომ კომპანია „ბურჯის“  შეძენა მოქმედი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას მითითებით განხორციელდა,  შესწავალს საჭიროებს.

ამის შესახებ,  კბილაშვილმა დღეს, for.ge -ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„ის,  რაც  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოვისმინე, ჩემი აზრით,  მსგავსი განცხადებები  პროკურატურის შესწავლის საგანი აუცილებლად უნდა გახდეს.  თუ დავშვებთ, რომ მის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები  სწორია, ეს იმას ნიშნავს,  რომ მთავარი პროკურორი  იმ საქმეში ერეოდა,  რაც მისი საქმე არ იყო. ამიტომ,  ეს აუცილებლად შესწავლას საჭიროებს“, - განაცხადა კბილაშვილმა.