გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს მსახიობი და რეჟისორი მერაბ თავაძე დაიკავებს.
სწორედ მერაბ თავაძე ახლდა გურამ ოდიშარიას, როდესაც ის პირველად მივიდა განათლების სამინისტროში, ამჯერადაც თავაძე სწორედ იმ სამუშაო ჯგუფშია, რომელიც სამინისტროში შეხვედრებს უკვე მართავს.
ცნობისთვის, მერაბ თავაძე 1942 წლის 29 ივლისს თბილისში დაიბადა. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1979 წელს ამავე ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ოთარ იოსელიანის სახელოსნო) დაამთავრა. 1996 წელს "სამეფო უბნის თეატრი" დააფუძნა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიცაა. არის კინოკომპანია "იბერია-ფილმის" პრეზიდენტი. 1979 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1982 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.