სიღნაღის, გორისა და ხაშურის ოლქებში, 11 უბანზე, ამომრჩეველთა აქტივობამ 32% შეადგინა.
განმეორებით არჩევნების წინასწარი შედეგებით, სიღნაღში პოლიტიკუირ კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გელა გელაშვილი 86%-ით ლიდერობს.
ლევან ბეჟაშვილმა კი, ხმების 14% მიიღო.
გორში, კოალიციის კანდიდატს მალხაზ ვახტანგაშვილს ამომრჩეველთა 92%-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ტატიშვილს კი, - 7%-მა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იმარჯვებს ხაშურის ცხრა უბანზეც. ვალერი გელაშვილმა ხმების 94% მიიღო, სერგო ქიტიაშვილმა კი - 4%.
ცნობისთვის, განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნები სამი საარჩევნო ოლქის 11 უბანზე მიმდინარეობდა.
აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრის განმეორებით დანიშვნა არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების გამო მოხდა.