ავღანეთში დაღუპული მინდია აბაშიძის ცხედარს ავღანეთიდან დღეს ჩამოასვენებენ

ავღანეთში დაღუპული მინდია აბაშიძის ცხედარს ავღანეთიდან დღეს ჩამოასვენებენ

ავღანეთში დაღუპულ ქართველი სამხედროს ცხედარს საქართველოში სავარაუდოდ დღეს ჩამოასვენებენ. კაპრალი მინდია აბაშიძე ჰელმანდის პროვინციაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს დაიღუპა.

მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც.

მინდია აბაშიძის ოჯახს უკვე მიუსამძიმრეს მიხეილ სააკაშვილმა, თავდაცვის სამინისტრომ  და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ.