გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ორი კვირის წინ დაღუპული 10 თვის ჩვილის ოჯახის წევრები რაიონის პოლიციის სამმართველოში წუხელ განმეორებით დაკითხეს.
არსებული ინფორმაციით, დაკითხვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, რისთვისაც საგამოძიებო ჯგუფი გურჯაანში თბილისიდან ჩავიდა.
სავარაუდოდ, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრების დაკითხვა ადვოკატის გარეშე მიმდინარეობდა, რის გამოც დაცვის მხარე პროკურატურისგან იმის გარკვევას ითხოვენ, თუ კონკრეტულად ვინ იყვნენ ის პირები, რომლებიც დაკითხვას აწარმოებდნენ. გარდაცვლილი ბავშვის დედამ გურჯაანის პოლიციის სამმართველო უკომენტაროდ დატოვა.
გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ჩვილი წყლით სავსე ქვევრში იპოვეს. არსებულის ცნობით, ის მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი, სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ.