ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის მხარდაჭერა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის მიმართ „ამორალურია“. ეს განცხადება სახელმწიფო დეპარტმანეტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთიდან დამასკოში მიმავალი თვითმფრინავი თურქეთის ტერიტორიაზე გაჩხრიკეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თვითმფრინავში რადიოლოკაციური სისტემებისთვის განკუთვნილი ელექტრომოწყობილობები იდო, რაც გაეროს კონვენციით აკრძალული არ არის.
„მართალია, ეს სისტემები გაეროს კონვენციით აკრძალული არ არის, მაგრამ რუსეთმაც და ჩინეთმაც სირიის რეჟიმს მხარი დაუჭირეს და სანქციების მიღება სირიის წინააღმდეგ დაბლოკეს, ასეთი პოლიტიკა მაინც ამორალურია“,-აცხადებს აშშ სახელმწიფო დეპარტმანეტის წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდი.