საქართველო დღეს განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგას. განათლება ის პრიორიტეტული სფეროა, რომელმაც უნდა ააგოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების სივრცე.
ახალი ხელისუფლების მიერ შემუშავებულ საპროგრამო დოკუმენტში ძირითად სტრატეგიად ჩამოყალიბებულია უმაღლესი სასწავლებლების რეალური ავტონომიის პრინციპი.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს პრინციპი არცერთხელ არ განხორციელებულა და მხოლოდ დეკლარირებული იყო სხვადასხვა ხელისუფლების მიერ.
მოვითხოვთ, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის რეალური განხორციელებისათვის. მოხდეს უმაღლესი სასწავლებლების დეპოლიტიზაცია, დამკვიდრდეს არჩევითობის პრინციპი, რათა საგანმანათლებლო სისტემა დაცული იყოს ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი ზეწოლისა და ჩარევისაგან.
ინიციატივა ღიაა ყველა უმაღლესი სასწავლებლისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
თანამოაზრეებს შეუძლიათ ხელმოწერით დაადასტურონ თანხმობა.
საინიციატივო ჯგუფი:
ამირან ბერძენიშვილი ფილოსოფიის დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების პროფესორი;
ლელა იაკობიშვილი ფილოსოფიის დოქტორი, თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის პროფესორი;
ლია წულაძე სოციოლოგიის დოქტორი, თსუ პროფესორი;სესილი ძებნიაური ფილოსოფიის დოქტორი, თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის ლექტორი;
კახა გაბუნია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი;
ელიზბარ ელიზბარაშვილი ფილოსოფიის დოქტორი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ანა კლდიაშვილი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის პროფესორი;
ვანო ჭიაურელი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
მარიამ მანჯგალაძე ფილოლოგიის დოქტორი, თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი;
მარინე ბოკუჩავა ფილოლოგიის დოქტორი, ექსპერტი განათლების მენეჯმენტის მიმართულებით;
ლიანა ანთელავა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სახ, სამხატვრო აკადემიის პროფესორი;
ვაჟა შუბითიძე პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
მურმან პაპაშვილი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი