Elite Model Look-ის ფინალური ქასტინგი თბილისში

Elite Model Look-ის ფინალური ქასტინგი თბილისში

დღეს,  „თბილისი მოლში“ Elite Model Look საქართველოს კონკურსის მონაწილეთა ფინალური ქასთინგი  ჩატარდება, სადაც კონკურსისთვის 20 საუკეთესო დამწყები მოდელი შეირჩევა. მასში მონაწილეობის საშუალება 14-დან 22 წლამდე ასაკის გოგონებს აქვთ. ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან კონკურსში 500 ათასამდე გოგონა იღებს მონაწილეობას და მხოლოდ 70 ხვდება საერთაშორისო კონკურსზე. 

საქართველოში გამარჯვებულ კონკურსანტს თავად „ელიტ მოდელ ლუქის“ სეპციალურად პარიზიდან ჩამოსული წარმომადგენელი აარჩევს.

სამოდელო კონკურსი Elite Model Look  ფრანგულმა სამოდელო სააგენტო ,, Elite’’-მა დააარსა და დღემდე არაერთი ცნობილი სახე წარმოაჩინა მსოფლიოში, მაგალითად, ლინდა ევანჯელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ნაომი ქემპბელი, ალესანდრა ამბროსიო და სხვები. Elite Model Look-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს მიაღწიონ წარმატებას უმოკლესი გზით, გახდნენ პოპულარულები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა. მსოფლიო ფინალის გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სააგენტო Elite Model Look-თან და 300 000 ევროს საპრიზო ფონდი.

საქართველოში კონკურსი წელს მეექვსედ ჩატარდება, რომელიც 2007 წელს დაიწყო და პროექტის პირველი გამარჯვებული გახდა თამარ შედანია, რომელიც დღეს უკვე ,,მის საქართველოა’’.