იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს გენერალურ პროკურორს მურთაზ ზოდელავას პოსტის შენარჩუნება მაინცდამაინც აღარ სურდა.
როგორც წულუკიანმა დღეს for.ge - ის პრესკლუბში განაცხადა, ის ამჟამად არ ფლობს ინფორმაციას, თუ სად იმყოფება ზოდელავა, თუმცა აღნიშნა, რომ გავრცელდა ინფორმაციის მის მიერ, პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით.
„იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ქალბატონ თინა ბურჯალიანს, როდესაც შევხვდი, მან მითხრა, რომ მთავარი პროკურორი თბილისში იმყოფებოდა, მაგრამ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან პოსტი დატოვა. რაც შეეხება ქვეყნის დატოვებას აღნიშნულზე პირადად ინფორმაციას არ ვფლობ, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, რაც მსმენია, ისაა, რომ მას პოსტის შენარჩუნება მაინცდამაინც აღარ სურდა“, - განაცხადა წულუკიანმა.