შაბათს, 13 ოქტომბერს, 14 საათზე ხარაგაულის კინო-თეატრის შენობაში საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლის - “საქართველოს შიშველი სატევარი“ პრემიერა გაიმართება. ეს იქნება ერთ საათში ჩატეული მერაბ კოსტავას ცხოვრება.
სპექტაკლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მსახიობია რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი იზა ვეფხვაძე.
მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს, ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
ლიტერატურული სპექტაკლის დაწყებამდე სამი საათით ადრე - 13 ოქტომბერს 11 საათზე ბორითში აღმართულ ობელისკთან, იქ, სადაც მერაბ კოსტავა დაიღუპა, ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ინიციატივით, უბისის მონასტრის მღვდელ-მონაზონი მამა მათე (ბუაჩიძე) გადაიხდის მერაბ კოსტავას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.
საკონტაქტო პირი იზა ვეფხვაძე 557 19 23 32