დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს ლია მუხაშავრიას დანიშვნის უჭერს

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს ლია მუხაშავრიას დანიშვნის უჭერს

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი არასამთავრობო სექტორის იმ ორგანიზაციათა ინიციატივას უერთდება, რომელიც სახალხო დამცველის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად რეკომენდაციას ადვოკატ ლია მუხაშავრიას უწევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი განცხადებას ავრცელებს.

„ლია მუხაშავრიას მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი ღირსებები, მისი ხანგრძლივი, წარმატებული უფლებადამცავი საქმიანობა - როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე,  პრინციპულობა და უკომპრომისობა უსამართლობის მიმართ, აგრეთვე, მისი, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის მმართველი საბჭოს წევრის კონსტრუქციული კოლეგიალობა წარმოადგენს საფუძველს ჩვენი გადაწყვეტილებისა, მხარი დავუჭიროთ ლია მუხაშავრიას წარდგენას საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად“, - ნათქვამია დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის განცხადებაში.

ცნობისთვის, აღნიშნულ კლუბში გაწევრიანებულნი არიან: სოსო ცისკარიშვილი, უჩა ნანუაშვილი,  ზურაბ აბაშიძე,  იაგო კაჭკაჭიშვილი, თამარ ჩიქოვანი, მანანა ქოჩლაძე, გოგი ხუციშვილი, რამაზ საყვარელიძე,  ნათელა სახოკია, ზვიად ქორიძე, თენგიზ ფხალაძე,  ვაჟა ბერიძე, სანდრო თვალჭრელიძე,  ნიკოლოზ ბერაძე და ზაზა ფირალიშვილი.