"ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია თბილისის მერიის მიერ, საკუთრი უსაფრთხოების სამსახურის შექმნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებას, უკანონოს უწოდებს.
ბაღათურიას განცხადებით, თბილისის მერი გიგი უგულავა ბანდფორმირებების შექმნას ცდილობს.
„ვატყობ, უგულავა ომობანას თამაშს აპირებს. აშკარად ცდილობს შექმნას ბანდფორმირება, თუმცა ეს სრულიად უკანონოა და მინდა გავაფრთხილო, ცეცხლთან თამაშს თავი დაანებოს“, განაცხადა ბაღათურიამ.
ბაღათურიას თქმით, ეს ბავშვობა და სახლობანას თამაში აღარ არის და ძალიან მკაცრად შეიძლება აღიკვეთოს და დასჯილი იყოს კანონის მხრიდან.