გიგი უგულავა:  მზად ვარ, თბილისის პრობლემებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატებთან კონსულტაციები გავიარო

გიგი უგულავა: მზად ვარ, თბილისის პრობლემებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატებთან კონსულტაციები გავიარო

 თბილისის მერი გიგი უგულავა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატებს თბილისის პრობლემებზე სასაუბროდ მერიაში იწვევს.

უგულავას განცხადებით, ის მზადაა მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, კონსულტაციები გაიაროს და მოსაზრებები შეაჯერონ.

„ნოემბერში უკვე საბიუჯეტო განხილვები იწყება, როგორც საკრებულოში, ისე პარლამენტში, ზამთარი მოდის და მთელი რიგი პრობლემებია, რომლებიც თბილისს აწუხებს, ამიტომ მე მზად ვარ, მათთან ერთად გავიარო კონსულტაცია და შევაჯეროთ მოსაზრებები. მზად ვარ, წარვუდგინო სხვადასხვა პროექტები, რომლებიც შესაძლოა, ასახული იყოს ბიუჯეტში. თუ მათი სურვილი იქნება განვიხილავთ კომუნალურ და სხვა საკითხებს. მე მგონია, რომ კონსტრუქციული საუბარი, თუ როგორ გავაუმჯობესოთ თბილისელების ყოფა-ცხოვრება,  მხოლოდ თბილისელებს წაადგებათ“, - განაცხადა უგულავამ.