პარლამენტის ვიცე-სპიკერობისა და სამგორში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დარჩენილ შვიდი სამინისტროს ხელმძღვანელის ვინაობაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აბაშიძემ დღეს for.ge -ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აბაშიძის თქმით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და აღნიშნავს, რომ ის პირებიც ღირსეულად იქნებიან წარმოდგენილნი პოსტებზე, როგორც უკვე დასახელებულნი მინისტრობის კანდიდატები.
„მესმის, რომ საზოგადოების დიდი ინტერეს წარმოადგენს, მინისტრთა კაბინეტის ის ნაწილი, რომელიც ჯერ არ დასახელებულა. უახლოეს დღეებში ცნობილი იქნება, თუ ვინ დაიკავებს იმ მინისტრების თანამდებობებს, რომლებიც ჯერ-ჯერობით ვაკანტურია. ამის დრო კიდევ არის, პარლამენტის შეკრებამდე დრო დარჩენილია და ბუნებრივია, მინისტრთა კაბინეტი სრულყოფილად ამ ვადებში იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა აბაშიძემ.
რაც შეეხება, კონკრეტულად, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას, რომელიმე მინისტრის ვაკანტურ პოსტზე განხილვას, აბაშე აცხადებს, რომ მირცხულავა მინისტრის პოსტს არ დაიკავებს.
ირაკლი მანაგაძესთან დაკავშირებით კი, აბაშიძე აღნიშნავს, რომ ის საკმაოდ კარგი ეკონომისტი და ფინანსისტია, წლების განმავლობაში ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობდა და ახლაც, დიდ ბრიტანეთში ძალიან წარმატებით მუშაობს.
„სხვადასხვა დარგის სპეციალისტისტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, დადასტურებულად ვერ გეტყვით, ეს ადამიანები იქნებიან ამა თუ იმ პოსტზე წარდგენილნი თუ არა“, - განაცხადა აბაშიძემ.