რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მიხეილ სააკაშვილს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში  მხარდაჭერა აღუთქვა

რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მიხეილ სააკაშვილს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მხარეებმა საქართველოში ჩატარებული  საპარლამენტო არჩევნები განიხილეს. საუბრისას რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საქართველოს პრეზიდენტს დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისთვის მადლობა გადაუხადა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 საუბრის დასასრულს, ერდოღანმა მიხეილ სააკაშვილთან უახლოეს მომავალში შეხვედრის სურვილიც გამოთქვა.