აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ  ივანიშვილს მურმან დუმბაძის კანდიდატურას შესთავაზებენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ივანიშვილს მურმან დუმბაძის კანდიდატურას შესთავაზებენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატის აკაკი ძნელაძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები  ბიძინა ივანიშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მურმან დუმბაძის კანდიდატურას შესთავაზებენ.

თუმცა მისივე განმარტებით, მურმან დუმბაძის კანდიდატურა ერთადერთი არ არის და ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.

"ჩვენ შევჯერდებით საუკეთესოზე, იმდენად რამდენადაც ერთი კანდიდატი არ გვყავს, თუმცა ამ ეტაპზე მურმან დუმბაძის კანდიდატურით შევდივართ", - აღნიშნა აკაკი ძნელაძემ.

დეპუტატობის კანდიდატ დავით ბაციკაძის განმარტებით კი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გარდა, სხვა თანამდებობების გადანაწილების საკითხიც განიხილება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში უკვე იკრიბებიან. ბიზნესცენტრში მივიდა მურმან დუმბაძეც, რომელსაც ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.