გრიგოლ ვაშაძე ლატვიასა და ესტონეთში იმყოფებოდა

გრიგოლ ვაშაძე ლატვიასა და ესტონეთში იმყოფებოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტებით ლატვიასა და ესტონეთში იმყოფებოდა.  

უწყების ინფორმაციით, მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან, ედგარს რინკევიჩსთან და ურმას პაეტთან.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე, მხარეებმა, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე ისაუბრეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს მიერ, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები, ხაზი გაუსვეს ამ პროცესის განგრძობითობის აუცილებლობას და ისაუბრეს დაახლოების პროცესში განსახორციელებელ სამომავლო ამოცანებზე.

კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ლატვიისა და ესტონეთის ცალსახა მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი. შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, რეგიონული და საერთაშორისო დონის მნიშვნელოვან საკითხებს.