საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი კუდ-ისა და სოდ-ის გაუქმებას არ გეგმავს.
ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ ორი უწყების რეორგანიზაციის შესახებ მისი განცხადების ინტერპრეტირება არასწორად მოხდა.
„არასწორია, თითქოს კუდ-სა და სოდ-ს ვაუქმებთ. სამსახურიდან ადამიანების უსამართლოდ გაშვება არავითარ შემთხვევაში არ იგეგმება. რეორგანიზაციაში ამ სისტემების შესაძლო შერწყმა, სხვა ფორმის მიცემა და სისტემის გაჯანსაღება იგულისხმება. საუბარია ოპტიმიზაციაზე, თუმცა, არა თანამშრომლების ხარჯზე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.