მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციის თანახმად, მას მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებაც დაეკისრა.
„საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, დაკმაყოფილებულია საქართველოს მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის თაობაზე. ამავე განკარგულების საფუძველზე, მასვე დაეკისრა მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალი მოწვევის პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში წარედგინება", - ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.