გურამ ოდიშარია კულტურის სამინისტროს სპეციფიკას გაეცნო

გურამ ოდიშარია კულტურის სამინისტროს სპეციფიკას გაეცნო

ახალი მთავრობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, გურამ ოდიშარიამ მოქმედი კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას მოადგილეებთან კონსულტაციები გამართა.

მისი განცხადებით, ის დღეს სამინისტროში მეგობარ ხელოვანთან, მერაბ თავაძესთან ერთად მივიდა და ნიკოლოზ რურუას ოთხივე მოადგილესთან სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. რაც შეეხება თავად რურუას, ოდიშარიას თქმით, ის ფრანკფურტში იმყოფება ფესტივალზე.

„საუბარი შინაურული და მეგობრული იყო. მე მათ გამოვკითხე რა პროექტები განახორციელა სამინისტრომ. ახლა რა პროექტებზე მუშაობს, რა იგეგმება მომავალში და სირთულეები სადაა. ნელ-ნელა ვეცნობი ვითარებას",-განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

მისივე ინფორმაციით, თუ პარლამენტი მის კანდიდატურას დაამტკიცებს კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება საკადრო ცვლილებები.

ამისათვის ოდიშარია საზოგადოების გამოკითხვას აპირებს.

„მათი აზრის გათვალისწინებით მოხდება საკადრო ცვლილებები და სამინისტროს მუშაობის სპეციფიკის ჩამოყალიბება, რადგან ჩვენ ვქმნით სახალხო რესპუბლიკას", - განაცხადა