ლევან ყიფიანი:  ჩვენ ვინმეს გათავისუფლების უფლება არ გვაქვს

ლევან ყიფიანი: ჩვენ ვინმეს გათავისუფლების უფლება არ გვაქვს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მინისტრობის კანდიდატი ლევან ყიფიანი არ ადასტურებს.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და აბსურდია.

 „ჩვენ ვინმეს გათავისუფლების უფლება არ გვაქვს. სამინისტროს თანამშრომლებს შევხვდებით, დაველაპარაკებით და საერთო ენის გამონახვას შევეცდებით", - განაცხადა ყიფიანმა.

მისივე თქმით, მან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მოქმედ მინისტრ  ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრა უკვე გამართა და აღნიშნა, რომ ორივე მხარე მზადაა თანამშრომლობისთვის.

„ეს იყო გაცნობითი ხასიათის. ორივე მხარე მზადაა, თანამშრომლობისთვის და არ მგონია, რომ მომავალში რაიმე პრობლემა შეიქმნას", - განაცხადა ყიფიანმა.