ბიონსემ კლინტ ისტვუდის ფილმში „ვარსკვლავი დაიბადა“ მთავარი როლის შესრულებაზე უარი განაცხადა.
ამის მიზეზი, მომღერლისა და მსახიობის დატვირთული სამუშაო გრაფიკი აღმოჩნდა. კინოკომპანია Warner Bros-ის აკეთებს კომენტარს, იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ამ უკვე თავისუფალ როლზე, შევკანიანი ლათინოამერიკელი ჯაზ შემსრულებელი ესპერანსა სპოლდინგი მოიწვიონ.
ისტვუდის ფილმი „ვარსკვლავი დაიბადა“ იქნება 1937 წელს გადაღებული იგივე სახელწოდების ფილმის რიმეიქი, ფილმის რეჟისორი იყო უილკიამ უელმენი. ორიგინალურ ვესიაში საუბარია პროვინციელ გოგონაზე, რომელმაც გადაწყვიტა ჰოლივუდის მსახიობი გახდეს. ამ როლს ამ ფილმში ჯანეტ გეინორი ასრულებდა. 1954 და 1976 წელს ფილმის ორი რიმეიქი გამოვიდა. პირველის რეჟისორია ჯორჯ კიუკორი, ამ ვერსიაში მომღერლისა და მსახიობის კარიერა, ჯუდი გარლენდმა მოიწყო. მორე გადაიღო რეჟისორმა ფრენ პირსონი, მასში მთავარ როლს, მომღერალს, ბარბარა სტეიზანდი ასრულებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლინტ ისტვუდის ამ რიმეიქში მთავარ როლს ბოინსე შეასრულებდა ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში გაჟღერდა.
მამაკაცის მთავარ როლის კანდიდატებად განიხილებიან: ლეონარდო დიკაპრიო, ჯონი დეპი, ტომ კრუზი, ბრედლი კუპერი და კრისტიან ბეილი. ოფიციალური მოლაპარაკებები არც ერთ მათგანთან ჯერჯერობით არ დაწყებულა.