„ქართული ოცნების

„ქართული ოცნების" ოფისში აჭარის მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს

კოალიცია „ქართული ოცნების" ოფისში აჭარის დელეგაცია აჭარის მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე "ქართული ოცნების" წევრ, დავით საგანელიძესთან ამ წუთებში კონსულტაციებს მართავს.

კონსულტაციების დაწყებამდე „ქართული ოცნების" წევრმა, აჭარის შტაბის წარმომადგენელმა გია მასალკინმა  ჟურნალისტებს განუცხადა, „აჭარის ამბებთან დაკავშირებით დაიბარეს".

მისი თქმით, საუბარი სავარაუდოდ, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურასაც შეეხება, თუმცა კონკრეტული პიროვნების დასახელებისგან, მასალკინმა თავი შეიკავა.

 მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება.