ადამიანის უფლებათა დამცველი, სახალხო დამცველის ერთ- ერთი კანდიდატი, ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ის ამ პოსტისთვის ღირსეული კანდიდატია.
როგორც მუხაშავრიამ From.ge-სთან საუბარში განაცხადა, ამ საკითხზე კონსულტაციები როგორც შესაბამის კომპეტენტურ პირებთან, ასევე „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ უკვე გამართა და აღნიშნა, რომ მათ მიერ შემოთავაზებულ კანდიდატურასაც დათანხმდა.
„მე ვფიქრობ, რომ ღირსეული კანდიდატი ვარ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერს პარლამენტი გადაწყვეტს“, - განაცხადა მუხაშავრიამ.
რაც შეეხება პირველ ნაბიჯს და პრობლემას, რომლის გადაწყვეტასაც ის პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში აპირებს, ციხეებში მომხდარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად ჩატარება იქნება.
„გარდა ამისა, არა ერთი საკანდონმდებლო ცვლილებების განხორციელებაა აუცილებელი, დაწყებული კონსტიტუციიდან, დამთავრებული ჩვეულებრივი კანონმდებლობით, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს არეგულირებს. ამ ყველაფრის მოგვარება კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახალხო დამცველის მანდატის ქვეშ“, - განაცხადა მუხაშავრიამ.