ეკონომიკის მინისტრის პოსტს ლაშა ჟვანია უბრუნდება?

ეკონომიკის მინისტრის პოსტს ლაშა ჟვანია უბრუნდება?

გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე შესაძლოა ლაშა ჟვანია დაინიშნოს.

ცნობისთვის, ჟვანია ეკონომიკური განვითარების მინისტრად 2008 წლის ბოლოს დაინიშნა. 2009 წლის 21 აგვისტოს კი, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა „არადამაკმაყოფილებელი და არაკოორდინირებული მუშაობის“ გამო.

ამჟამად, ლაშა ჟვანია პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გენერალურ მენეჯერად მუშაობს.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით,  ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მანაგაძეც სახელდება, თუმცა არსებული ინფორმაციით,  მან „ქართული კოალიციის“ მთავრობაში შესაძლოა ფინანსთა მინისტრის პოსტი ჩაიბაროს.