თბილისის ყოფილი საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს უფროსმა, ჯუმბერ ხაბურზანიამ სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით,საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ხაბურზანია განცხადებას აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, ხაბურზანიას დღევანდელი მდგომარეობით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყველაზე ღირსეულ კანდიდატურად, დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურის განხილვა მიაჩნია.
თუ რა მოტივს ეფუძნება მისი მოსაზრება აღნიშნულზე ის ვრცელ განმარტებას აკეთებს.
„საქართველოს პარლამენტში 4 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მან თავისი მიზანმიმართული პრინციპულობით ხელი შეუწყო ადამიანის ყოველმხრივი უფლებების გაუმჯობესებას. აღსანიშნავია მისი წვლილი 2008წლის აგვისტოს საომარი შედეგების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების გაუტარებლობის მიზეზების გამოაშკარავებაში და შეთავაზება ხელისუფლებისადმი იმ ღონისძიებების გატარების შესახებ, რაც აუცილებლობას წარმოადგენს ნებისმიერ ექსტრემალურ პირობებში მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად.
მე როგორც სამოქალაქო თავდაცვის სპეციალისტი ვთანამშრომლობდი მასთან ომის შედეგების დასკვნის მომზადებაში სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში და როცა მასთან მიხდებოდა შეხვედრა ყოველთვის შეინიშნებოდა მასთან ხალხმრავლობა პატიმრების ახლობლების მხრიდან, რაც მიუთითებდა იმისკენ, რომ მათ მისი მხრიდან დახმარების იმედი ჰქონდათ.
ისიც აღსანიშნავია, რომ პატიმრების ინტერესების დაცის სფეროში მისი აქტიურობა ბევრს არ მოსწონდა და არც ის მოსწონდათ, რომ მასთან მიდიოდა ბევრი მოქალაქე დახმარების იმედით და ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ ხელისუფლებისადმი მაამებლურად განწყობილმა თანამდებობის პირებმა მას შეუზღუდეს საპატიმროებში პატიმართა მონახულება“, - აცხადებს ხაბურზანია და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ასეთი შევიწროებისა დიმიტრი ლორთქიფანიძე მაინც ახერხებდა და დღესაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აქტიურ მოქმედებას ახერხებს.
ხაბურზანია იმედოვნებს, რომ თუ ლორთქიფანიძის კანდიდატურა სახალხო დამცველის თანამდებობაზე განხილული იქნება და მას ამ თანამდებობაზე ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა ექნება, იგი თავის წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებების გაუმჯობესების საკითხებში და ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გამყარებაში.
ხაბურზანია აღნიშნავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების გამოთქმისკენ, 2012 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ახალ თაობაში“ ბატონ სოზარ სუბარის მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით განცხადებამ და კერძოდ, მომავალ სახალხო დამცველის შესაძლო კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოთქმულმა მოსაზრებამ უბიძგა.
„მითუმეტეს ბატონი სოზარის თქმით, კოალიციას ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ომბუდსმენის თანამდებობაზე მათ კანდიდატურასა და ხმას დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, -აცხადებს ხაბურზანია.