პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯუდიტ გოფი მივიდა.
უცნობია, თუ ვისთან და რა საკითხზე აქვს მას შეხვედრა კოალიცია „ქართული ოცნების" ოფისში.
ოფისში შესვლამდე ელჩს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოდ, ჯუდიტ გოფი კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.