„ქართული ოცნების

„ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილი მოქალაქეები კოალიციის ლიდერებთან შეხვედრას ითხოვენ

"ქართული ოცნების" ოფისთან რამდენიმე ათეული მოქალაქეა შეკრებილნი, რომლებიც კოალიციის ლიდერებსა და მაჟორიტარ კანდიდატებთან შეხვედრას ითხოვენ.

მოქალაქეთა ერთი ჯგუფი აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველები არიან და აინტერესებთ, რა პერსპექტივა ელოდებათ მათ მას შემდეგ, რაც მთავრობას "ქართული ოცნება" ოფიციალურად გადაიბარებს.

გარდა ამისა, კოალიციის ოფისთან იმყოფება დაღუპული ჯარისკაცის დედა, გულნაზი ოდოშაშვილი, რომელიც შვილის გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას ითხოვს.

მისი ინფორმაციით, ჯარისკაცი გიორგი სულაშვილი 2010 წლის 31 ივლისს, სამხედრო სამსახურის დროს დაიღუპა. მისივე თქმით, სამი წელია საქმე ძიებაშია და ჯერ პასუხი არ მიუღია.

„ვითხოვ, ობიექტურ გამოძიებას და მაქვს საკუთარი ვერსიებიც, თუ რა გახდა ჩემი შვილის მკვლელობის მიზეზი და ამ ვერსიებს სამართალდამცავებს გავაცნობ", - აღნიშნა გულნაზი ოდოშაშვილმა.